თქვენი სიმშვიდე და წონასწორობა ჩვენი პრიორიტეტია. კახეთის გულში, ქალაქ ახმეტაში.
ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პაციენტის საჭიროებებზე
ჩვენი უნიკალური მეთოდიკა უზრუნველყოფს გონების სრულ გადატვირთვას და რეაბილიტაციას შეზღუდულ დროში.
ეტაპობრივი და უსაფრთხო გზა სრული ჰარმონიისკენ. ჩვენთან ერთად გაივლით გამოჯანმრთელების ყველა საფეხურს.
პიროვნული ბალანსისა და ფსიქოლოგიური წონასწორობის აღდგენის ინოვაციური, პრემიუმ თერაპიული კურსი.
პროფესიონალი თერაპევტი. 2 თვეზე მეტი გამოცდილებით.
გიორგი წარმოადგენს ჩვენი კლინიკის საამაყო ხელმძღვანელს. მისი ინოვაციური და უნიკალური მიდგომების წყალობით, იგი წარმატებით უმკლავდება ყველაზე რთულ შემთხვევებსაც კი. ნებისმიერ მოგიჟიანებასა თუ გადახრილობას უმოკლეს დროში გაასწორებს საავტორო "ჭიგოს შეყუდების" რევოლუციური მეთოდით. მისი მზრუნველი ხელი, ენთუზიაზმი და 2 თვიანი ინტენსიური პრაქტიკა გარანტიას გაძლევთ, რომ სწრაფად აღიდგენთ სრულ ფსიქოლოგიურ წონასწორობასა და საღ აზრს.
გიორგი ხაშმელაშვილის ფსიქიატრიული კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების მქონე დაწესებულებას, რომელიც მდებარეობს კახეთის ულამაზეს ქალაქ ახმეტაში. ჩვენი მისიაა შემოგთავაზოთ უსაფრთხო, კომფორტული და მშვიდი გარემო, სადაც თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად მიუდგებიან.
ჩვენი პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს არა მხოლოდ სიმპტომების აღმოფხვრაზე, არამედ ძირეული მიზეზების პოვნასა და გამოსწორებაზე. ჩვენ გვჯერა, რომ სწორი მიდგომით და თანამედროვე თერაპიით ნებისმიერი მდგომარეობიდან არის გამოსავალი.
რეგისტრირებული რეალური ისტორიები და გამოცდილება
"საოცარი კლინიკაა! ექიმ გიორგის ინოვაციური კარდონის მეთოდოლოგიის წყალობით, ჩემი რთული მდგომარეობა ამოიწურა და სრულად განვიკურნე."
"უდიდესი მადლობა! ექიმ გიორგის დახმარებით არა მხოლოდ სულიერი სიმშვიდე ვიპოვე, არამედ იმდენად მოტივირებული ვარ, რომ სულ მალე ახალ ტრაქტორსაც შევიძენ!"
მზად ვართ დაგეხმაროთ. დაგვიტოვეთ შეტყობინება ან დაგვირეკეთ.
ახმეტა, კახეთი, საქართველო
+995 555 12 34 56
info@khashmelashvili.ge